2017 წელს, საქართველოში არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის 174 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის განმავლობაში, პედოფილიის – არასრულწლოვნებზე სექსუალური ხასიათის დანაშაულის 174 ფაქტი დაფიქსირდა.
პირველმა არხმა სტატისტიკური მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მონაცემები 2017 წლის იანვარ-სექტემბერშია დათვლილი.

მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდში, არასრულწლოვნის გაუპატიურების 11 შემთხვევა ფიქსირდება, 5 – სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება, 3 – სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტი. 124 შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც სრულწლოვანმა წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირი დაამყარა, მათ შორის გაუკუღმართებული ფორმით. 


შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის ცხრა თვის განმავლობაში, არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობის კიდევ 31 ფაქტი დაფიქსირდა, რაც 16 წელს მიუღწევლების მიმართ, გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.  


არასრულწლოვნის გაუპატიურება 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის დ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული, რაც სასჯელის ზომად 10-13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 


არასრულწლოვანზე სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი ქმედება განსაზღვრულია სსსკ-ის 138-ე მუხლის მესამე ნაწილის დ ქვეპუნქტით 15-20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 


არასრულწლოვნის სექსუალური იძულება (139 მუხლი) 5-7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, ხოლო კიდევ ერთი დანაშაული – გაუკუღმართებული სქესობრივი კავშირი არასრულწლოვანთან წინასწარი შეცნობით, 7-9 წლამდე ვადით ისჯება (140 მუხლი).  


კიდევ ერთი მსგავსი დანაშაული – 16 წელს მიუღწევლების მიმართ, გარყვნილი ქმედება ასევე 5-7 წლამდე ვადით ისჯება, 141-ე მუხლის საფუძველზე.
მიმდინარე წლის განმავლობაში დაფიქსირებული 174 შემთხვევიდან, 27 საქმე შეწყდა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share