ქალი რომელიც 2 წლის წინ საკუთარ თავზე დაქორწინდა,ღალატი აღიარა

ბრიტანელმა სოფი ტენერმა, რომელიც 2 წლის წინ საკუთარ თავზე დაქორწინდა, ღალატის შესახებ აღიარა.

გადაცემა The Morning-ში, ქალმა განაცხადა, რომ გააბა რომანი ვინმე რუარი ბარეტთან, რომელიც მანამდე მხოლოდ პოლიგამიური ურთიერთობების მომხრე იყო. მათი კავშირი 5 თვე გაგრძელდა, რის შემდეგაც ბარეტმა ტენერის მაგალითს მიბაძა და ასევე დაქორწინდა საკუთარ თავზე.

ტენერის ქორწილი 2015 წელს იყო, რის შემდეგაც ის თაფლობის თვის აღსანიშნავად სამოგზაუროდ გაემგზავრა.

27 სექტემბერს, 40 წლის ფიტნესის ინსტრუქტორი ლაურა მესი საკუთარ თავზე დაქორწინდა. საქორწილო ცერემონიალის დროს მას თეთრი კაბა ეცვა და სამსართულიანი საქორწილო ტორტი ჰქონდა. ქორწილს 70 სტუმარი ესწრებოდა. მართალია საქორწილო რიტუალს არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და არც სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, მაგრამ მისი ჟესტი „სოლოგამიის“ ტენდენციის გაზრდად აღიარეს. სოლოგამები საკუთარი თავის სიყვარულს აღიარებენ.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share