ლეონარდო და ვინჩის 450 მილიონიან ნახატს აბუ-დაბის ლუვრში გამოფენენ

ლეონარდო და ვინჩის შედევრი სალვატორ მუნდი (მსოფლიოს მხსნელი), რომელიც გასულ თვეს აუქციონზე რეკორდულ ფასად, 450 მილიონ დოლარად გაიყიდა, აბუ დაბიში, ლუვრში გამოიფინება.. ინფორმაციას ნოემბერში გახსნილი მუზეუმის ადმინისტრაცია ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ამ დრომდე უცნობი რჩება, ვინ იყიდა სურათი ამ ფასად კრისტის აუქციონზე. ის მასში მონაწილეობას ტელეფონით იღებდა. ვაჭრობა 20 წუთს გრძელდებოდა. ნახატის სასტარტო ფასი 100 მილიონი დოლარი იყო.

თუმცა, New York Times-ის ინფორმაციით, შედევრში რეკორდული თანხა საუდის არაბეთის პრინცმა, ბადერ ბინ აბდულა ბინ მუჰამედ ბინ ფარხან ალ-საუდმა გადაიხადა.

ფრანგული გამოცემა Journal du Dimanche-ი კი წერს, რომ ორი საინვესტიციო ფირმის შეთანხმებით გარიგება დაიდო მსხვილ მუზეუმებთან და გამოისყიდეს ნახატი. გაოცემის ცნობით, მას ამიერიდან გააქირავებენ, ან მიჰყიდიან მუზეუმს ახლო აღმოსავლეთში, ან აზიაში.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share