„ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის პრემიერა 2020 წლამდე გადაიდო.

აქამდე ცნობილი იყო, რომ „ფორსაჟის“ მეცხრე ნაწილის რელიზი 2019 წლის 19 აპრილს გაიმართებოდა, თუმცა ამჟამად ცნობილი ხდება, რომ ამ რიცხვმა ერთი წლით გადაიწია. სტუდია Universal-ის ცნობით, დიდ ეკრანებზე ფილმი 2020 წლის 20 აპრილს გამოვა.

გრაფიკის ცვლილების მიზეზი არ ხმაურდება, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, დიდი როლი ამ ყველაფერში ვინ დიზელისა და დუეინ ჯონსონის კონფლიქტმა ითამაშა. ამას გარდა, რამდენიმე კვირის წინ მიშელ როდრიგესმა პროექტის დატოვების სურვილი გამოთქვა, იმ შემთხვევაში თუ პროდიუსერები „მომდევნო ფილმებში ქალების მიმართ პატივისცემას არ გაზრდიან“.

მერვე „ფორსაჟი“ ეკრანებზე მიმდინარე წლის გაზაფხულზე გამოვიდა. იმავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ეკრანებზე მეცხრე და მეათე ნაწილებიც გამოვა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share