ვიტალი კლიჩკო კრივის დიდების დარბაზში მოხვდა

კრივის დიდების საერთაშორისო დარბაზმა თავის რიგებში ახალი წევრების მიღების შესახებ გამოაცხადა. ლაპარაკია “თანამედროვე კატეგორიაზე”, სადაც ხვდებიან მოკრივეები, რომლებმაც არაუადრეს 1989 წლისა ჩაატარეს კარიერაში ბოლო ორთაბრძოლა.

დიდების დარბაზის სამი ახალი წევრი პირველივე ცდაზე მოხვდა ლეგენდების გვერდით. ესენი არიან: სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვიტალი კლიჩკო, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ერიკ მორალესი და საშუალო წონაში მსოფლიოს ჩემპიონი რონალდ რაიტი.


“ეს არის ბევრი მოკრივის ოცნება – გახდეს დიდების დარბაზის წევრი. მე ვფიქრობდი ამაზე, მაგრამ არასოდეს მეგონა, რომ ერთ მშვენიერ დღეს იმ ლეგენდებს შორის აღმოვჩნდებოდი, რომლებიც ჩემთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდნენ. ასეთები არიან – მუჰამედ ალი, მაიკ ტაისონი და ბევრი სხვა ცნობილი მოკრივე. ჩემთვის ეს დიდი პატივია”, – ასეთი კომენტარი გაუკეთა საკუთარ აღიარებას ვიტალი კლიჩკომ.


დასახელებული მოკრივეების დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია 2018 წლის ივნისში გაიმართება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share