2017 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსი დასახელდა

ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, ამერიკელი რეპერი შონ კომბსი, რომელმაც ფსევდონიმი “პი დიდი” (P. Diddy) წელს Love-ით შეცვალა, 2017 წლის ყველაზე მაღალანზღაურებადი მუსიკოსია. ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის შემოსავალი წლის განმავლობაში 130 მილიონი დოლარია.

მეორე ადგილზე მომღერალი ბიონსეა, რომელმაც 2017 წელს 105 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სამეულს კი კანადელი რეპერი დრეიკი ასრულებს. მისმა წლიურმა შემოსავალმა  94 მილიონი დოლარი შეადგინა.

პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ მომღერალი The Weeknd (92 მილიონი დოლარი), ჯგუფი Coldplay (88 მილიონი დოლარი), Guns N’ Roses (84 მილიონი დოლარი), მომღერალი ჯასტინ ბიბერი (83,5 მილიონი დოლარი), ბრიტანელი მუსიკოსი ბრიუს სპრინგსტინი (75 მილიონი დოლარი) და მომღერალი ადელი (69 მილიონი დოლარი).

რეიტინგს როკჯგუფი Metallica ხურავს, რომელმაც 2017 წელს 66,5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share