„ინსტაგრამზე“ ცხოველებთან გადაღებულ სელფს ვეღარ დადებთ

ამიერიდან, „ინსტაგრამის“ მომხმარებლები სოციალურ ქსელში ცხოველთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვეღარ გააზიარებენ. ასეთი აკრძალვა მოდერატორებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. პირველ რიგში ბრძანება ველური ბუნების წარმომადგენელთა ინტერესებიდან გამომდინარე გაიცა. ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ხშირად, მათთან ერთად გადაღებული სელფი ცხოვრელების ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს.

ამასთან, მომხმარებლები ხშირად აზიარებდნენ ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის ამსახველ მასალას, რაც კანონით იკრძალება.

შესაბამისად, ნებისმიერი ფორმატისა და შინაარსის მქონე კადრი, სადაც გარეული ან შინაური ცხოველი იქნება გამოსახული, სოციალური ქსელის ადმინისტრაციის მხრიდან მომენტალურად დაიბლოკება, ხოლო გამეორების შემთხვევაში მომხმარებლის პროფილი ქსელში დაიმალება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share