ევროკავშირმა ოფშორული ქვეყნების შავი სია გამოაქვეყნა

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა იმ ქვეყნების შავი სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ევროკავშირთან საგადასახადო ანგარიშგების სფეროში თანამშრომლობა არ სურთ. ამის შესახებ BBC-ი წერს.

სია იმ 17 ქვეყნისგან შედგება, რომელთა იურისდიქციის ქვეშ ოფშორული ზონებისუმრავლესობაა. სიაში მოხვდნენ: ამერიკის სამოა, ბაჰრეინი, ბარბადოსი, გრენადა, გუამი, მაკაო, მარშალის კუნძულები, მონღოლეთი, ნამიბია, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, პალაუ, პანამა, სენტ-ლუსია. სამოა. ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი და სამხრეთ კორეა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, სიაში მოხვედრილმა ქვეყნებმა შესაძლოა ევროკავშირის ფონდებზე წვდომა დაკარგონ. გარდა ამისა, მათ წინააღმდეგ დამატებით ზომებსაც მიიღებენ.

5 ნოემბერს, გამომძიებელი-ჟურნალისტების კონსორციუმმა (ICIJ) ოფშორული კომპანიებისადმი მიძღვნილი მეორე მასშტაბური პროექტი – “სამოთხის დოკუმენტები” გამოაქვეყნა. პირველი გამოძიება, რომელსაც ოფშორებთან დაკავშირებული დიდი სკანდალი მოჰყვა ICIJ-მ 2016 წლის აპრილში წარადგინა:”პანამის დოკუმენტები” პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს არქივის 11,5 მილიონ დოკუმენტს მოიცავდა. 214 000-მდე ოფშორული ანგარიშის სიაში 85-მდე ქართველიც ფიგურირებდა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share