ორგანიზმი სიკვდილის მოახლოებას 14-18 წლით ადრე იტყობინება

ბრიტანელმა მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმში მიაგნეს ე.წ. სიგნალს, რომლითაც ადამიანის გარდაცვალების პერიოდის განსზაღვრაა შესაძლებელი. კვლევის შესახებ ინფორმაცია Science Daily-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ სხეული სიკვდილს გარდაცვალებამდე 14-18 წლით ადრე იტყობინება. ბრიტანელი სპეციალისტების მოსაზრებით, ასაკოვანი ადამიანებისთვის დაბალი არტერიული წნევა იმაზე მეტყველებს, რომ ისინი გარდაცვალების მაღალი რისკის ქვეშ არიან.

კვლევაში 46 ათასამდე ბრიტანელი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფად იყვნენ დაყოფილები: ისინი, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებდათ და ისინი, რომლებიც პრაქტიკულად, სრულიად ჯანმრთელები იყვნენ.

კვლევის პროცესში მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკონტროლებდნენნ სპეციალისტები. საბოლოოდ გამოიკვეთა სტატისტიკა: ის ადამიანები, რომელთა არტერიული წნევაც თანდანათობით ვარდებოდა, უფრო მალე გარდაიცვალნენ, ვიდრე ისინი, რომელთა არტერიული წნევაც წესრიგში იყო. ამასთან, არტერიული წნევის ცვალებადობა გარდაცვალებამდე 14-18 წლით ადრე დაიწყო.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share