წლის მოდელი ბრიტანელი ადვა აბოა გახდა

ლონდონში Fashion Awards-ის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც საუკეთესო ბრიტანელი და უცხოელი დიზაინერები და მოდელები დაასახელეს. The Telegraph-ისცნობით,  წლის მოდელი ბრიტანელი ადვა აბოა (Adwoa Aboah) გახდა. მისი ძირითადი კონკურენტი 16 წლის კაია ჰერბერი იყო.

წლის დიზაინერის ტიტული კი რაფ სიმონსს გადასცეს, დონატელა ვერსაჩე კი მოდის ეტალონად აღიარეს.

ადვა აბოა – ბრიტანელი მოდელი, ფემინისტი და მენტალური დაავადებების მქონე ადამიანთა უფლებების აქტიური დამცველია.

მოდის ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული პრემიის Fashion Awards 2017-ის დაჯილდოება ლონდონის  Royal Albert Hall-ში გაიმართა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share