“ოსკარი 2018”-ის ოფიციალური ვიდეორგოლი გავრცელდა

სოციალურ ქსელში ოსკარის 2018 წლის დაჯილდოების პირველი ოფიციალური ვიდეორგოლი გავრცელდა. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული კინოსამყაროს ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებას წელსაც უკვე ზედიზედ მეორედ ჯიმი კიმელი წაიყვანს.

ახალ ვიდეორგოლში გასული წლის დაჯილდოების ცერემონიის ყველაზე ხმაურიანი და ემოციური მომენტებია ნაჩვენები.

ოსკარების დაჯილდოების ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ ამჯერად მეტი სიურპრიზი გველოდება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share