აშშ-ში გადანერგილი საშვილოსნოთი პირველი ბავშვი დაიბადა

პირველად ამერიკული მედიცინის ისტორიაში ქალმა, რომელსაც საშვილოსნო ჰქონდა გადანერგილი, შვილი გააჩინა. უნიკალური შემთხვევა შეერთებულ შტატებში, დალასში მოხდა. მედიკოსების თქმით, ფაქტი მედიცინაში ნამდვილი გარღვევაა, რადგანაც მათი მტკიცებით, ქალებს ვისაც უშვილობის პრობლემა აქვთ, შვილის გაჩენის შანსი მიეცათ.

საშვილოსნოს გადანერგვის პრაქტიკა შტატებში 2000 წელს დაიწყეს. 2016 წელს ამერიკელმა მედიკოსებიმა საშვილოსნოს გადანერგვის ოთხი ოპერაცი ჩაატარეს, თუმცა ყველა მათგანს გართულება მოყვა და გადანერგილი ორგანოს ამოკვეთა გახდა აუცილებელი.

მსოფლიო სამედიცინო ისტორიაში გადანერგილი საშვილოსნოთი მშობიარობით პირველი შემთხვევა კი 2014 წელს შვეიცარიაში დაფიქსირდა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share