ქართველმა ქალმა ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა

5 დეკემბერს ანაჰაიმში (აშშ) მიმდინარე ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია გოტფრიდმა (90 კგ) იასპარეზა. ატაცში საქართველოს ნაკრების ერთადერთმა ქალმა 120 კილოგრამი დაძლია და პირველი ადგილი დაიკავა.

21 წლის გოტფრიდი საქართველოს პირველი ძალოსანი ქალია ისტორიაში, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

აკვრაში ანასტასიამ გოტფრიდმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (135.140.145), ხოლო ორჭიდში (265 კგ) ჩემპიონობა იზეიმა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი ჩილელმა მარია ვალდესმა დაიკავა 255 კგ-ით (109+146), ხოლო მესამე დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი კრისმერი სანტანა იყო 254 კგ (113+141).

ამ ეტაპზე 4 მედალია: შოთიკო მიშველიძის ორჭიდის ბრინჯაო, ანასტასიას 2 ოქრო და 1 ვერცხლის მედალი. 6 დეკემბერს, 05:25 საათზე ამერიკულ ფიცარნაგზე ლაშა ტალახაძე გამოვა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share