მსახიობი კიტ ჰარინგტონი 2017 წლის ყველაზე ცუდად ჩაცმულთა სიის სათავეში მოხვდა

ბრიტანელი მსახიობის კიტ ჰარინგტონი, რომელიც“სამეფო კარის თამაშებში“ ჯონ სნოუს როლითაა ცნობილი, 2017 წლის ყველაზე უგემოვნო მსახიობებს შორის დაასახელეს. მან ჟურნალ GQ-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა, წერს NME. 

მეორე ადგილზე ბრიტანელი მსახიობი და მწერალი პოლ მერტონი გავიდა, მესამე ადგილი კი სპორტულმა მანქანა Shmee150-მა დაიკავა. სიაშია ასევე მოხვდნენ ჯგუფ The Smiths-ის ყოფილი სოლისტი სტივენ მორისო, შვედი ვიდეობლოგერი PewDiePie, ბიზნესმენი ილონ მასკი და დიჯეი Marshmello.

ყველაზე კარგად ჩაცმულთა სიას კი მსახიობი მეტ სმიტი უდგას სათავეში, მეორე ადგილზეა ამერიკელი რეპერი A$AP Rocky, მესამეზე კი მსახიობი ჯეფ გოლდბლიუმი.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share