ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” სეზონში მესამე მარცხი განიცადა

30 ოქტომბერს ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტმა” “დეტროიტ პისტონსს” უმასპინძლა და ანგარიშით 107:115 დამარცხდა.

“მებრძოლებისთვის” მიმდინარე სეზონში ეს უკვე მესამე მარცხია.

ზაზა ფაჩულია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19:08 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 2 ქულა, 2 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.

სტეფ კარიმ 27 ქულა ჩააგდო, კევინ დურანტმა – 28, კლეი ტომპსონმა კი – 29.

ფაჩულიას გუნდი 4 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება.

“გოლდენ სტეიტი” 31 ოქტომბერს, გამთენიისას (თბილისის დროით) ლოს ანჯელესში “კლიპერსთან”

ითამაშებს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

კლივლენდი-ნიუ იორკი 95:114
ბრუკლინი-დენვერი 111:124
შარლოტი-ორლანდო 120:113
საკრამენტო-ვაშინგტონი 83:110
ინდიანა-სან ანტონიო 97:94

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share