2018 წლის ახალი ა-კლასის მერსედესი,რომელიც აპრილში გამოვა.(განხილვა)

2018 წელს ”მერსედესის” ახალი, მეოთხე თაობის ”A-კლასი” გამოვა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორი იქნება მისი ინტერიერი! ახალმა მოდელმა, რომელიც აპრილში უნდა გამოვიდეს, ლუქს-კლასის რამდენიმე ფუნქცია მიიღო.

1.საჰაეროები: ხუთი საჰაეროდან ერთ-ერთი – ახალი, ტურბინისებრი ვიზუალით. შუაში სამი საჰაერო მძღოლისკენაა ორიენტირებული. ყველას გალვანიზებული ზედაპირი აქვს და განათებულია. საერთო ჯამში ინტერიერის განათება 64 ფერშია. 5-ჯერ მეტი, ვიდრე აქამდე იყო.

2.სავარძლის რეგულირება: ტრადიციულად, ”მერსედესში” სავარძელს კარზე განთავსებული ღილაკებით ვარეგულირებთ. ასე სწრაფად ვხედავთ, რას ვაჭერთ. გვერდით სავარძლის გათბობის ღილაკებია.

3.კრუიზკონტროლი: მულტიფუნქციურ 3-მანიან სპორტულ საჭეს ”S-კლასიდან” ვიცნობთ. მარცხნივ: კრუიზკონტროლის ღილაკები.

4.პირველი ეკრანი: სერიული Widescreen-კოკპიტი თავისუფლად დგას, ”ქუდი” არ ახურავს. საჭის უკან ციფრული ინსტრუმენტებია.

5.მეორე ეკრანი: ამ ეკრანის სამი ვარიანტია: ორჯერ 7-დუიმიანი (17,78 სმ), ორჯერ 10,25-დუიმიანი (26 სმ) ან 7-დუიმიანი და 10,25-დუიმიანი. აქ ორი დიდი სქრინია ჩასმული – კლიმატკონტროლის ინტეგრირებული მაჩნებლით ცენტრალურ ეკრანზე. სიახლეა მისამართების სისტემის რევოლუცია. კომპანია what3-words-სთან ერთად ”მერსედესმა” აქ დედამიწა მოათავსა. ასე რომ, უსახელო ადგილებზეც მიხვალთ!

6.ტელეფონი: ხმის დასატრიალებელი რეგულატორები, გვერდით ტელეფონის ღილაკი – ზარების მისაღებად და გასათიშად. პლუს ხმოვანი ბრძანების ღილაკი.

7.კლიმატკონტროლი: გათბობა, გაგრილება, წინა და უკანა მინების გათბობა – ეს ყველაფერი სწორედ აქედან რეგულირდება.

8. მულტიმედია: ვემშვიდობებით დასატრიალებელ-დასაჭერ ღილაკს. მომავალი ”A-კლასის” მულტიმედია პადით იმართება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share