Victoria’s Secret-ის 9 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი (ფოტოები)

Victoria’s Secret-ის ყოველწლიური ჩვენება მოდელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შოუა. მათ ვინც “ანგელოზის” ფრთებს ირგებს, სხვებისგან განსხვავებით გაცილებით მეტი პრივილეგია და ანაზღაურება აქვთ. ბრენდს 14 ოფიციალური “ანგელოზი” ჰყავს, თუმცა ფრთების მორგების პატივი სხვა მოდელებსაც ეძლევათ. 2016 წლის შოუზე ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმა ეს პატივი დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ 9 მოდელი, რომელმაც 2016 წლის შოუზე გაიარა, “ფორბსის” მიხედვით წლის ოც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა რეიტინგში მოხვდა. ვნახოთ ვინ არიან ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელები, რომლებიც Victoria’s Secret-თან თანამშრომლობენ:

9 ტეილორ ჰილი

4 მილიონი $

პირველად პოდიუმზე 2014 წელს გაიარა, შემდეგ წელს კი უკვე ოფიციალური “ანგელოზი” გახდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

8 ჟასმინ ტუკსი

4 მილიონი $

25 წლის მოდელი ბრენდში 2012 წლიდან მსახურობს.

7 ლილი ოლდრიჯი

4 მილიონი $

30 წლის მოდელი ბრენდის შოუებში მონაწილეობას 2009 წლიდან იღებს.

6 ჯოან სმოლსი

4.5 მილიონი $

28 წლის მოდელი შოუებზე 2011 წლიდან გამოდის.

5 ალესანდრა ამბროსიო

5 მილიონი $

36 წლის მოდელი ბრენდის ერთ-ერთი ვეტერანია, რომელმაც კარიერა წელს დაასრულა.

 

4 ლიუ ვენი

7 მილიოონი $

28 წლის ჩინელი მოდელი Victoria’s Secret-ში 2009 წლიდან მუშაობს.

3 ჯიჯი ჰადიდი

9 მილიონი $

წელს მოდელმა მონაწილეობა ვიზის გამო ვერ მოახერხა, რომელიც ჩინეთმა მისთვის არ გასცა.

2 კენდალ ჯენერი

10 მილიონი $

21 წლის მოდელმა კონტრაქტი ბრენდის კონკურენტთან La perla-სთან გააფორმა.

 

 

1 ადრიანა ლიმა
10.5 მილიონი $
მოდელი, რომელსაც ბრენდთან ყველაზე გრძელვადიანი თანამშრომლობა აკავშირებს

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share