შშმ პირთა დაცვის დღეს სპეციალური მატჩი გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს ამპუტანტმა ფეხბურთელებმა მატჩი გამართეს, რომელშიც ერთმანეთს ამპუტანტ ფეხბურთელთა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდები დაუპირისპირდნენ.

მატჩი დასავლეთ საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 5-3 დასრულდა.

3 დეკემბერს, მსოფლიოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომლის მიზანია, საზოგადოების განვითარების ყველა სფეროში შშმ პირთა უფლებების დაცვის წახალისება და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share