ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის

ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა პოლიტიკოსებს და რიგით მაყურებლებს 2018 წელს რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ჰარმსის თქმით, რუსეთი არ არის ისეთი ქვეყნა, სადაც მსგავსი ტურნირის ჩატარება ღირს. პოლიტიკოსის განმარტებით, მსოფლიო ჩემპიონატის წყალობით რუსეთის პრეზიდენტს დიდი ყურადღება დაეთმოება.

“ვლადიმერ პუტინს აქებენ საერთაშორისო სტუმრების თანდასწრებით, ის კი თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას აგრძელებს”- განაცხადა რებეკა ჰარმსმა და მაგალითად უკრაინასა და სირიაში რუსეთის ქმედებები დაასახელა.

გარდა ამისა, ევროპარლამენტარმა ოპიზიციისა და უმცირესობების მიმართ რუსეთის დამოკიდებულება გააკრიტიკა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share