ჩაქაფული

 

შემადგენლობა: 
• ხბოს ან ბატკნის ხორცი ( ფერდის ნაწილი ) 2 კგ
• ტარხუნა : 4 კონა
• მწვანე ხახვი 2 კონა
• ახალი ნიორი 3 ღერი (მწვანე)
• ქინძი, ოხრახუში, ნიახური 1-1 კონა
• მწარე წიწაკა 2 ცალი (მწვანე)
• ტყემალი 300 გრამი
• ღვინო 0,5 ლიტრი

ჩაქაფულის მომზადება წესი:
ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად და კარგად გავწუროთ, დავჭრათ მწვანილი და მოვათავსოთ ცალკე ჭურჭელში. ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი და შიგნით მოვათავსოთ ხორცი ისე რომ ძირი მთლიანად დაფაროს, დავაყაროთ მწვანილი, თხელი ფენა, თხლად დაჭრილი მწარე წიწაკა და ტყემალი. ამის შემდეგ კვლავ დავაყაროთ ხორცი, შემდეგ მწვანილი… და ასე ფენა-ფენა; (ქვაბის თავი მთლიანად მწვანილით უნდა იყოს დაფარული), ბოლოს დავასხათ ღვინო ისე რომ ხორცის ფენა მთლიანად დაიფაროს ( ქვაბში უნდა ჩაასხათ მხოლოდ ღვინო და არა წყალი) და დავდგათ საშუალო სიმძლავრის ცეცხლზე, წამოდუღებამდე ხოლო შემდეგ დაუწიოთ. როდესაც ხორცი მოიხარშება ამოვურიოთ და შევაგემოვნოთ მარილით.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share