შოთა არველაძე უზბეკეთში საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დასახელდა

შოთა არველაძე უზბეკეთში აღიარეს. ქართველი სპეციალისტი წლის საუკეთესო უცხოელ მწვრთნელად დაასახელეს. არველაძის გარდა, ნომინაციაში წარდგენილნი იყვნენ ალექსადრე ხომიაკოვი („მაშალი“) და მირკო ელიჩიჩი („ლოკომოტივი“). უზბეკეთის სპორტკომიტეტის თავმჯდომარე რუსთამ ყურბანოვმა კი საუკეთესოდ არველაძე დაასახელა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„მადლობა ყველას, უპირველესად „ფახთაქორს“ და ფეხბურთელებს, ასევე მათ, ვინც საუკეთესოდ დამასახელა და ვინც ამ პრიზის მოგებაში დამეხმარა“, – წერს შოთა არველაძე.

შოთა არველაძემ უზბეკეთის ყველაზე ცნობილი საფეხბურთო კლუბი „ფახთაქორი“ ისეთ დროს ჩაიბარა, როდესაც გუნდი მე-13 ადგილზე იმყოფებოდა. საბოლოოდ კი მისი გაწვრთნილები მესამე ადგილზე გავიდნენ და მომავალ სეზონში აზიის ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share