ლეგენდარული სერიალი “გაქცევა”,მე-6-ე სეზონით დაბრუნდება

მსახიობმა დომინიკ პერსელმა, რომელიც ცნობილი სერიალით „გაქცევა“ გახდა, თავის სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ პროექტის მე-6 სეზონის გადაღებები უკვე დაგეგმილია.

მიუხედავად იმისა, რომ ტელეარხ Fox-ს ეს ამბავი ოფიციალურად არ დაუდასტურებია, ლინკოლნ ბეროუზის როლის შემსრულებელმა „ინსტაგრამზე“ შესაბამისი მასალა გააზიარა.

შეგახსენებთ, რომ 8 წლიანი პაუზის შემდეგ „გაქცევის“ მე-5 სეზონი ცოტა ხნის წინ გამოვიდა. ის 9 სერიისგან შედგებოდა და მიიჩნეოდა, რომ სეზონი საფინალო გახდებოდა. როგორც ჩანს, გადამღებმა ჯგუფმა გეგმები შეიცვალა.

გაუზიარე მეგობრებს

კომენტარები

comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

share